logo
ENG



ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 75 წლის ქალი შეიყვანეს

10 აგვ 202008:45
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის ახალი შემთხვევა ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში დაფიქსირდა. 

კლინიკის მთავარი ექიმის განცხადებით, 75 წლის პაციენტი მესტიიდან არის. ქალს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა, რის გამოც ქუთაისის ერთ-ერთ ცხელების ცენტრში მოათავსეს.

ლაბორატორიული კვლევის შედეგად მას კოვიდ-19 დაუდასტურდა. ამ დროისთვის, კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში "კორონავირუსის" დიაგნოზით, ორი პაციენტი მკურნალობს.


close დახურვა