logo
ENG



ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ რვა პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

18 მარ 202014:06
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ რვა პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ქუთაისში დღეს კიდევ ორი პაციენტის ტესტის შედეგებს ელოდებიან, რომლებსაც საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვთ. ამ პაციენტებმა საავადმყოფოს თავად მიმართეს. როგორც ექიმები ამბობენ, კლინიკიდან დღეს რამდენიმე პაციენტის გაწერა იგეგმება, რომლებიც თვითიზოლაციის რეჟიმზე გადავლენ.

"დღეს მოხდება მათი გადაჯგუფება, ზოგიერთს ალბათ თვითიოლოზაცია მოუწევს, უმეტესობა კი კარანტინის ზონაში გადავა. ახლა ვიწყებთ ახალი ნაკადის მიღებას. ანალიზები შუადღეს იღება, საღამოს ვიღებთ შედეგებს და შემდგომ გადავდივართ მეორე დღის რეჟიმზე",-აცხადებს თემურ ნადირაძე. 


close დახურვა