ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში უკვე მიიღეს პასუხები 4 საეჭვო შემთხვევაზე - ლაბორატორიულად კორონავირუსი არცერთ შემთხვევაში არ დადასტურდა. მედიკოსების ინფორმაციით, კლინიკაში 2 ახალი პაციენტია შეყვანილი, რომლებსაც სომხეთსა და თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ. მათი ბიოლოგიური მასალა უკვე გაგზავნილია ანალიზზე, პასუხი კი დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი. ამ დროისათვის ქუთაისი ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 2 პაციენტი მკურნალობს, მათი ჯანმრთელობის მდგომარება დამაკმაყოფილებელია.
"გამოვიკვლიეთ ოთხი პაცინტი და პასუხი ყველას შემთხვევაში უარყოფითია. მას შემდეგ კიდევ 2 პაციენტი შემოვიდა, რომელიც ასევე გამოსაკვლევია. ალბათ დღის განმავლობაში, სავარაუდოდ, დაემატება და შუა დღეს ისევ ჩატარდება კვლევა. რაც შეეხება კორონავირუსით დაავადებულ 2 პაციენტს, მდგომარება დამაკმაყოილებელია", - აცხადებს თემურ ნადირაძე.