logo
ENG



ქუთაისის ინფექციური: ერთი საეჭვო შემთხვევა იყო და დაუდატურდა ვირუსი

08 აპრ 202010:28
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსით დაავადებული კიდევ  ორი პაციენტი დაემატა. კლინიკის მთავარი ექიმის თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, ერთი მათგანი უკვე ინფიცირებული პაციენტის კონტაქტია. მეორე კი ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მცხოვრები, რომელსაც მოგზაურობის ისტორია არ აქვს. სავარაუდოდ, ეს შიდა გავრცელების შემთხვევაა. მისი დაინფიცირების წყარო უცნობია.

"ერთი საეჭვო შემთხვევა იყო, ტესტი ჩვენთან იქნა აღებული და დადასტურდა. ის დარჩება და გააგრძელებს მკურნალობას. ეს არის  ერთ-ერთი იმ 6-დან, რომელიც ჩვენთან წევს და მისი ახლო ნათესავია. მეორეს რაც შეეხება, გვაქვს ინფორმაცია რომ ერთთ-ერთი რაიონის ცხელების ცენტრში დაუდასტურდა შემთხვევა",-აცხადებს თემურ ნადირძე.

ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდ 19-ით რვა პაციენტი მკურნალობს. აქედან სამის დაინფიცირების პირველწყარო ჯერ დადგენილი არ არის. ეპიდემიოლოგები სამივე შემთხვევას და მათ კონტაქტებს იკვლევენ.


close დახურვა