logo
ENG



ქუთაისის ინფექციური: ორი კორონავირუსით ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა

13 აპრ 202014:41
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსზე 3 დადებითი პასუხი მიიღეს. ერთი პაციენტი ქობულეთის კლასტერს უკავშირდება და ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. სულ ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის ინფექციით 18 პაციენტია მკურნალობს, აქედან კი ორი არასრულწლოვანია.

ინფიცირებულებიდან ორ პაციენტს გართულებული პნევმონია აქვს. კიდევ ორ დადასტურებულ პაციენტს ელოდებიან დღეს ქუთაისის კლინიკაში. ისინი თერჯოლის კლასტერს მიეკუთვნებიან. ერთ პაციენტს კოვიდ19 ქუთაისის ცხელების ცენტრში დაუდასტურდა. მას საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს.

ქუთაისის ახალი ინფექციური საავადმყოფოს ექიმის თემურ ნადირაძის განცხადებით, კლინიკაში ორი მძიმე პაციენტი იმყოფება.

„გუშინ 6 პაციენტი გვყავდა კვლევაზე. ერთზე არის დადებითი დანარჩენზე უარყოფითია. სტაციონარში ამჟამად წევს 18 ინფიცირებული. აქედან 2 ბავშვია 6-6 წლის, დანარჩენი 11 პნევმონიითა და აქედან 2 მძიმე ფორმით მიმდინარეობს. ესაა ქობულეთის კლასტერი“, - განაცხადა ნადირაძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 266-მდე გაიზარდა. აქედან 67 პირი გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4872 პირი, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 453 ადამიანი.


close დახურვა