logo
ENG



ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო: კორონავირუსის შემთხვევა ჩვენთან არ დაფიქსირებულა

03 მარ 202008:25
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის ათი ადამიანია მოთავსებული. პაციენტებს შორის ერთი აეროპორტის თანამშრომელი, ერთი მესაზღვრე და ევროპიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნებული დედა-შვილი არიან.

ათიდან ექვს მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ოთხის პასუხებს კი ლუგარის ლაბორატორიიდან ხვალ ელოდებიან. პაციენტები სიმპტომების მიხედვით ბოქსირებულ და ნახვრადბიქსირებულ განყოფილებებში არიან მოთავსებული.

„დღესდღეობით კლინიკაში მყოფი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. კორონავირუსის შემთხვევა ჩვენთან არ დაფიქსირებულა. ყველა პასუხი, რაც გადაგზავნილი იყო მოვიდა და იყო უარყოფითი. ეტაპობრივად, გრძელდება ანალიზების გადაგზავნა.

უმეტესობა პაციენტებისა შემოყვანილია აეროპორტიდან. ჩივილები ვისაც აღენიშნება ისინი მოყავთ კლინიკაში. პაციენტები, რომელთაც არ აქვთ ჩივილები და კონტაქტირებული არიან, გამოკითხვის საფუძველზე, შესაძლოა, გადაიყვანონ საკარანტინო ზონაში“, - განაცხადა საავადმყოფოს ექიმმა დიანა ზვიადაძემ.


close დახურვა