logo
ENG



ქუთაისის ინფექციურში მოთავსებული 6 პაციენტის პასუხები უარყოფითია - თეიმურაზ ნადირაძე

19 მარ 202012:05
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 6 პაციენტის ანალიზების პასუხები ცნობილია. ამის შესახებ კლინიკის მთავარმა ექიმმა თეიმურაზ ნადირაძემ განაცხადა.

ნადირაძის თქმით, ექვსივე პაციენტის პასუხები უარყოფითია. მისივე ინფორმაციით, დღეს კლინიკაში კიდევ 4 პაციენტი შევიდა, თუმცა ნადირაძე, პაციენტების მატებას ვარაუდობს.

"გუშინ აღებული 6 ანალიზიდან ყველა უარყოფითია. დღეს შემოვიდა კიდევ 4 პაციენტი. ალბათ დღის განმავლობაში კიდევ დაემატება. მათი ანალიზების აღება ალბათ შუადღეს მოხდება. აქედან ერთი ბავშვია. ზოგი თვითდინებით შემოვიდა, ზოგი კარანტინის ზონიდან, ზოგი კი ჩამოსულთან კონტაქტის გამო. ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - აღნიშნა ნადირაძემ.

 


close დახურვა