logo
ENG



ქუთაისის ინფექციურში მყოფ 7 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

30 მარ 202012:23
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 7 პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ყველა უარყოფითია. ერთი მოქალაქის ანალიზის შედეგები დღეს გახდება ცნობილი. 

კლინიკის მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის ინფორმაციით, საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. ახალგაზრდა კაცს ვირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვს, 72 წლის კაცის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

"2 დადგენილი შემთხვევაა. ისინი არიან ბოქსირებულ პალატაში. უტარდებათ ძირითადად პროტოკოლის მიხედვით გათვალისწინებული მკურნალობა. საერთო მდგომარეობა შეიძლება ითქვას დამაკმაყოფილებელია. ახალგაზრდას, სტუდენტს, ტემპერატურა არ ჰქონია. ამბობს, რომ ყელის ტკივილები აღარ აქვს, უკეთესად არის. რაც შეეხება ასაკოვან კაცს, წუხელ პატარა ტემპერატურა ჰქონდა, დღეს 37 აქვს, გრძელდება რესპირატორული მოვლენები. გუშინ 8 პაციენტი შემოწმდა, 7 აქვს უარყოფითი პასუხი და მერვე პაციენტის პასუხიც დღეს იქნება", - განაცხადა ნადირაძემ. 

იმერეთის ოთხ საკარანტინო ზონაში ამ დროისთვის 429 მოქალაქეა მოთავსებული, თვითიზოლაციაში კი 400 ადამიანი იმყოფება. 

შეგახსენებთ, რომ ამ დროის მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირების 98 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 18 გამოჯანმრთელებულია. კარანტინში, ბოლო მონაცემებით, იმყოფება 4978 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 266 საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ხოლო ორ მუნიციპალიტეტში, მარნეულსა და ბოლნისში, კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. გარდა ამისა, საგანგებო რეჟიმის გამკაცრება მოხდა ორ ქალაქში - ზუგდიდსა და ფოთში, იქ პოლიციის ბლოკ-პოსტებია განთავსებული.


close დახურვა