ქუთაისის ინფექციურ საავდმყიფოში სამი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და სამივე უარყოფითია. კორინავირუსით ინფიცირებული სამი პირი კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას. აქედან ახლგაზრდა მამაკაცმა შესაძლებელია 24 საათში დატოვოს საავადმყოფო.
"ყველა პასუხი უარყოფილია. გუშინ, საღამოს საათებში კი დაემატა სამი საკვლევი პაციენტი და ალბათ დღის განმავლობაში კიდევ დამატება. შუადღეს მოხდება ანალიზების ჩატარება და სავარაუდოდ ღამე გვექნება პასუხები. რაც შეეხება დადსტურებულ შემთხვევას, ორი საშუალო სიმძიმსაა და ერთიც მსუბუქი",-განაცხადა თემურ ნადირაძემ.
მათავარი ექიმის თემურ ნადირაძის განცხადებით, რადგანაც ინფიცირებების დინამიკა არ უარესდება, კლინიკაში ისევ გაიხსნება ბავშვთა განყოფილება, რომელიც რამდენიმე დღის წინ დახურეს. ბავშვთა განყოფილება მთლიანად იზოლირებულია დანარჩენი კლინიკისაგან.