ქუთაისის მერიასთან ხმაურია. შენობასთან აქტივისტები არიან, მათ მერიის წინ სტენსილით წარწერის "თავისუფლება მიშას" გაკეთება სურდათ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.
ადგილზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა და პოლიციამ 3 პირი დააკავა. პოლიციის წარმომადგენელი ამბობს, რომ ისინი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.
აქტივისტები ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა მათ სტენსილები და სხვა ნივთები მოპარეს.