logo
ENG



ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეისების მიღებას 31 ოქტომბრიდან შეძლებს

24 ოქტ 202218:28
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/24/d8k77xdxzv60pmx.jpg

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, რეისების მიღებას 31 ოქტომბრიდან შეძლებს.

აეროპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ Wizz Air და FlyArystan-ი რეისები კვლავ თბილისიდან შესრულდება.

"ჩვენი აეროპორტის მგზავრთა საყურადღებოდ! არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების გამო, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის საფუძველზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება და აეროპორტი რეისების მიღებას 31 ოქტომბრიდან შეძლებს. ამ პერიოდში კი რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდება. ავიაკომპანიებს, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებენ ( Wizz Air, Wizz Air Abu Dhabi, FlyArystan) ინფორმაცია ამის შესახებ მიწოდებული აქვთ და თავის მხრივ მგზავრებს აცნობეს/აცნობებენ", - წერს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.

მანამდე, ქუთაისის აეროპორტი 10-დან 24 ოქტომბრის ჩათვლით ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის გამო დაიხურა.

 


close დახურვა