logo
ENG



ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა

11 ივლ 202308:30
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/11/b1hqsyv5d2p43n9.jpg

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა.

"ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაგეგმილზე 3 საათით ადრე გაიხსნა და რეისებს ჩვეულ რეჟიმში იღებს!

04:00 საათზე დორტმუნდისა და ბარსელონას რეისები შესრულდა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გუნდის ოპერატიული მუშაობის შედეგად, შესაძლებელი გახდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დაგეგმილზე ადრე გახსნა.

07:30 საათზე ქუთაისიდან სალონიკის მიმართულებით შესრულდა რეისი.

აეროპორტის ოპერირების დროებით შეჩერება უხვმა ნალექმა და გადაუღებელმა წვიმებმა გამოიწვია. აეროპორტის ტერიტორიაზე აქტიურად მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი, რომლებიც ვითარებას ადგილზე სწავლობენ", - ნათქვამია განცხადებაში.

აეროპორტმა მუშაობა გუშინ, 10 ივლისს შეწყვიტა. ძლიერი წვიმის გამო ქუთაისში აეროპორტი დაიტბორა და რეისების ნაწილი გადაიდო. აეროპორტში ჩამოინგრა ჭერის ნაწილიც.


close დახურვა