logo
ENG



ქუთაისის სკოლის დირექტორი სასწავლო დაწესებულებაში ბავშვების ფიზიკურ დაპირისპირებას უარყოფს

07 ნოე 201909:35
3 წუთის საკითხავი
 
lciabca3y8otpzc.png

ქუთაისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მურად ჯიშკარიანი სასწავლო დაწესებულებაში ბავშვების ფიზიკურ დაპირისპირებას უარყოფს.

ჯიშკარიანი აცხადებს, რომ მეხუთეკლასელი გოგონები დასვენების დროს ერთმანეთს უბრალოდ შეეჯახნენ, რის გამოც ერთ-ერთმა მცირედი დაზიანებები მიიღო. ბავშვი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა სკოლის დირექტორის თქმით, გოგონა კვლევების შემდეგ მალევე გაწერეს.

"მოხდა ორი მე-5 კლასელის შეჯახება. ისინი კლასელები არ არიან, პარალელური კლასების მოსწავლეები არიან. ერთი გოგო დაეცა შეჯახების შედეგად და გვერდი დაარტყა. სკოლის ექიმმა პრევეციის მიზნით გამოიძახა სასწრაფო. გარეგანი დაზიანებები ბავშვს არ აღენიშნებოდა. როდესაც გადაიყვანეს დადგინა, რომ არც შინაგან დაზიანებები აქვს. გადაყვანის შემდეგ, ბავშვი მალევე გაწერეს", - განაცხადა დირექტორმა "ფორმულასთან" საუბარში. 

ქუთაისის სკოლის მოსწავლე გოგონებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაზე ინფორმაცია EDU.ARIS.GE-მ გაავრცელა. საგანმანათლებლო ვებ-გვერდზე წერდნენ, რომ მოსწავლე გოგონები თანასკოლელს ფიზიკურად გაუსწორდნენ, კიბიდან გადააგდეს და მუცლის არეში ფეხი ჩაარტყეს. 

 


close დახურვა