ქუთაისის ცხოველთა თავშესაფარში ცხოველთა დამცველს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
დაზარალებულის თქმით, თავშესაფარში მას შემდეგ მივიდა, რაც მისი ძაღლი დაიკარგა.
ადგილზე მისვლის შემდეგ, თავშესაფრის დაცვამ მას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ადგილზე პოლიცია გამოიძახეს და მხარეები განყოფილებაში გადაიყვანეს.