logo
ENG



ქუთაისში, სავარაუდოდ, ცოფის სიმპტომებით ქალი გარდაიცვალა

24 ნოე 202214:28
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისში კლინიკა ელჯიკოში, სავარაუდოდ, ცოფის სიმპტომებით 60 წელს გადაცილებული ქალი გარდაიცვალა.

პაციენტს მიუსაფარმა ძაღლმა უკბინა. მან სამი აცრა გაიკეთა, თუმცა სრული კურსის ჩატარებაზე უარი თქვა, რამაც, სავარაუდოდ, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება გამოიწვია.

კვლევების შედეგად პაციენტს ცოფი არ დადასტურდა. კლინიკაში ვარაუდობენ, რომ ჩატარებული აცრების გამო ცოფი, შესაძლოა, ანალიზებში არ გამოვლენილიყო. ოჯახმა ექსპერტიზაზე უარი განაცხადა.


close დახურვა