logo
ENG



ქუთაისში, სოციალურად დაუცველი მოსახლეობა დახმარების მოხსნას აპროტესტებს

22 ოქტ 201914:50
3 წუთის საკითხავი
 
18faus29dvv61sj.jpg

ქუთაისში, სოციალურად დაუცველი მოსახლეობა დახმარების მოხსნას აპროტესტებს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მთლიანად ამ დახმარებაზე არიან დამოკიდებული. სოციალური დახმარება 300-მდე ოჯახს შეუჩერდა.

„გუშინ უნდა დაგვრიცხვოდა დახმარება. ღამის 12 საათამდე ველოდეთ, რადგან ყველა ამაზე ვართ დამოკიდებული. ახლა რომ მოხვიდეთ სახლში, არავის არაფერი არაგვაქვს,“ - აცხადებს ერთ-ერთი სოციალურად დაუცველი.

სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის ფილიალში განმარტავენ, რომ გეგმიური შემოწმება მიმდინარეობს და შემწეობების გაცემა ამ მოტივით შეჩერდა.

 


close დახურვა