ქუთაისში ქარვასლასთან საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მოქალაქე დააკავეს.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, მოხუცი კაცი ქარვასლასთან იდგა, როდესაც მას სუს-ის თანამშრომლებმა საბუთი აჩვენეს, ხელბორკილები დაადეს და მანქანაში ჩასვეს. მას წინააღმდეგობა არ გაუწევია.
„მოხუცი კაცი დააკავეს - რაღაც ფურცელი აჩვენეს და ისე დააკავეს", - ამბობენ თვითმხილველები.
სუს-ის წარმომადგენლების განცხადებით, ამ დრომდე ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, თუმცა რატომ დააკავეს მოქალაქე, ჟურნალისტებს პასუხს არ სცემენ.