logo
ENG



ქუთაისში, ძლიერი ქარის გამო, კორპუსის დაზიანებული სახურავის ქვეშ 5 მანქანაა მოქცეული

13 იან 202312:16
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისში ძლიერი ქარის გამო ხუნდაძის ქუჩაზე ხუთსართულიანი კორპუსის დაზიანებული სახურავის ქვეშ, სულ მცირე, 5 მანქანაა მოქცეული, სადარბაზო ჩახერგილია.

ხუნდაძის ქუჩის მოსახლეობა შველას ითხოვს - 50 ოჯახი ელექტროენერგიის, წყლის და ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი.

მოსახლეობის თქმით, ადგილზე ქალაქის მერიც იმყოფებოდა, თუმცა მან მოსახლეობას განუმარტა, რომ სალიკვიდაციო სამუშაოების დაწყება მხოლოდ ამინდის გაუმჯობესების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

 

close დახურვა