ქუთაისში ავტოავარიის შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.
შსს-ს ინფორმაციით ახალგაზრდობის გამზირზე ავტომობილი ხეს შეეჯახა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.