ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ახალგაზრდა კაცი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჯებირს შეეჯახა.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.