ქუთაისის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მოქალაქემ ხმა მთლიანობადარღვეული პასპორტით მისცა. როგორც ფორმულას კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, თავდაპირველად მას უხსნიდნენ, რომ ხმის მიცემას ვერ შეძლებდა, რადგან პასპორტი დახეული ჰქონდა.
როგორც კადრებიდან ჩანს, მოქალაქეს ერთ ხელში პასპორტი ეჭირა, მეორეში კი პასპორტის პირველი გვერდი, რომელზეც პირადი მონაცემებია მოცემული.
"შენ რა უნდა გადაუწყვიტო, შენ გადაუწყვიტე ნაციონალებს, ბიჭო, გეიგე?! მე ვარ პატრიოტი! ჩემს მომავალს ხმა უნდა მივცე. პასპორტი დავხიე იმის გამო, რომ არ მინდა ჩემი ქვეყანა დავტოვო. აქ ჩემი სახელი და გვარი წერია? ნომერი წერია? მე ვარ? რატო არ მაძლევ იმის უფლებას, რომ მივცე ხმა? გეკითხები?", - ეჩხუბებოდა მოქალაქე ერთ-ერთ დამკვირვებელს.
ფორმულას კორესპონდენტის ინფორმაციით, აღნიშნულმა მოქალაქემ უბანი დატოვა, თუმცა მოგვიანებით ქართული ოცნების დამკვირვებელთან ერთად დაბრუნდა, რომელმაც აუხსნა რეგისტრატორებს, რომ მთლიანობა დარღვეული პასპორტით ხმის მიცემა შესაძლებელია.