ქუთაისში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. მისი ცხედარი ბინაში აღმოაჩინეს. „ფორმულას“ ინფორმაციით, ის სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა.
როგორც „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლის მეორე ნაწილით მოხდა, „რაც შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“.
უწყების ცნობით, შემთხვევა დღეს დილით მოხდა.