logo
ENG



ქუთაისში ბუნებრივი აირის გაყვანის სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, მილი აფეთქდა

20 ივლ 202014:29
3 წუთის საკითხავი
 
q2ggdv6xemsufn5.jpg

ქუთაისში ბუნებრივი აირის გაყვანის სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, მილი აფეთქდა.

"ფორმულას" ინფორმაციით, დაზიანდა ახლომდებარე სახლი და მანქანა. სამუშაოებს "გაზსერვისი" ახორციელებდა.

მათი განმარტებით, მილში დაპრესილი ჰაერი აფეთქდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აფეთქებას არ ადასტურებენ. უწყებაში განგვიმარტეს, რომ "სოკარი" რეაბილიტაციას აწარმოებდა, რა დროსაც მილების გადაბმის დროს დაგროვილმა ჰაერმა აფეთქების მსგავსი ხმა გამოსცა. 


close დახურვა