logo
ENG



ქუთაისში ე.წ. ცხელების ცენტრი გაიხსნა

02 აპრ 202009:53
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისში ე.წ. ცხელების ცენტრი გაიხსნა, სადაც მაღალი ტემპერატურის და რესპირატორული სიმპტომების მქონდე პაციენტებს 24 საათის განმავლობაში მოემსახურებიან.

ქუთაისში ცხელების ცენტრი რეგიონული ჯანდაცვის, ჩხობაძის სახელობის დაწესებულების ბაზაზე მოეწყო. მიზანი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა. იმერეთის რეგიონში მსგავსი ტიპის ცენტრები ქუთაისის გარდა, თერჯოლასა და სამტრედიაში მოქმედებს. ქვეყნის მასშტაბით სულ 25 ე.წ. ცხელების ცენტრი მოეწყობა.


close დახურვა