logo
ENG



ქუთაისში ერთ ღამეში 25-მდე მანქანა და სასაფლაო გაძარცვეს

30 იან 202212:20
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისში, ავტოქარხანის დასახლებაში ერთ ღამეში 25-მდე მანქანა გაძარცვეს - ჩაამსხვრიეს მინები, წაიღეს ფული, მაგნიტოფონი და პირადი ნივთები. 

ასევე, გაძარცულია საფიჩხიის სასაფლაო - მოპარულია ბრინჯაოს 10 ბიუსტი. 

"გაქრა რამდენიმე ბიუსტი. ეს ბიუსტები ეკუთვნოდა ადამიანებს, რომლებიც წარმოადგენდნენ ქუთაისის ისტორიას. 

ბიუსტი რომ მოხსნა და გადააადგილო, სჭირდება დრო, რამდენიმე ადამიანი და შესაბამისი ტექნიკა. მათი მონტაჟიც ასე მოხდა. გასაოცარია, რომ სასამართლოს დირექციამ ეს ფაქტი ვერ შენიშნა და ძარცვა ისევ ჩვენ, საფლავების პატრონებმა აღმოვაჩინეთ. ვეჭვობ, რომ ეს არის კარგად დაგეგმილი, ორგანიზებული და ხელშეწყობილი". - ამბობს ქუთაისის მცხოვრები მანონი ჯოჯუა. 

ფორმულა შსს-სგან ელოდება პასუხს გამოძიების დაწყების და კვალიფიკაციის შესახებ. 


close დახურვა