ქუთაისში კაცი დაჭრეს. შემთხვევა ერთ-ერთ სასტუმროსთან მოხდა. დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც ცნობილია, ის ცივი იარაღით დაჭრეს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.