ქუთაისში არსებულ ლაბორატორიაში კორონავირუსით ინფიცირების მორიგი შემთხვევა დადასტურდა.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 5 პაციენტი იმყოფებოდა. მათი ანალიზების მიხედვით 4 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ხოლო ერთს ვირუსი დაუდგინდა.
კარანტინში ამ დროისთვის 4427 ადამიანი იმყოფება, 257 მოქალაქე კი სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.