logo
ENG



ქუთაისში მოკლული ქალის დედა შვილის მკვლელისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვს

23 ივლ 202009:49
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისში 30 წლის მოკლული ქალის დედა შვილის მკვლელისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვს.

თამილა ჩეჩელაშვილი ამბობს, რომ მკვლელობაში ბრალდებულის ჩვენებას გაეცნო და წაიკითხა როგორი სისასტიკით იყო მოკლული მისი შვილი.

დედა ამბობს, რომ მის ქალიშვილს 17 ჭრილობა მიაყენეს და დამნაშავე ცხედრის დანაწევრებას და ბინიდან გატანას აპირებდა, თუმცა ვერ მოასწრო. მოკლული ქალის დედა ბრალდებულის ქმარს და მეზობელსაც ადანაშაულებს. როგორც ის აცხადებს, მკვლელობაში ბრალდებულ ქალს არანაირი ფსიქოლოგიური პრობლემა არ აქვს.

შეგახსენებთ, სამართალდამცავებმა 45 წლის ქალი დააკავეს, რომელმაც თავის მეგობარ ახალგაზრდა ქალს სტუმრად ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. 


close დახურვა