logo
ENG



ქუთაისში ორსართულიან სახლს ხანძარი გაუჩნდა

26 ნოე 202010:40
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისში, ნინოშვილის ქუჩაზე ორსართულიან სახლს ხანძარი გაუჩნდა. თავდაპირველად სახლის მეპატრონემ თავად სცადა ხანძრის ჩაქრობა, მან სახისა და ხელების დამწვრობა მიიღო, რის გამოც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სავარაუდოდ, ხანძარი სხვენში, მოკლე ჩართვის შედეგად გაჩნდა, თუმცა მეპატრონე არ გამორიცხავს, რომ ცეცხლი ბავშვების თამაშის შედეგად გაჩენილიყო. ადგილზე გამოძახებული იყო სამაშველო სამსახური. მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს. 


close დახურვა