ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტი გაძვირდა. გადაწყვეტილება საკრებულომ დღეს მიიღო. 18 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები ბოიკოტის რეჟიმში არიან და სხდომებს არ ესწრებიან.
ავტობუსით მგზავრობა 20 თეთრით გაიზარდა, მიკროავტობუსით - 10 თეთრით. ორივე ტრანსპორტით სარგებლობისას მგზავრები 60 თეთრს გადაიხდიან.