logo
ENG



ქუთაისში ტურისტს სცემეს

11 თებ 202219:01
3 წუთის საკითხავი
 
ქუთაისში ტურისტს სცემეს

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე ტურისტს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა მაკდონალდსთან მოხდა. 

როგორც თვითმხილველები ამბობენ, უცნობმა პირებმა ტურისტს დაზიანებები თავის არეში მიაყენეს და ტელეფონი წაართვეს. 

ტურისტი სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკა უნიკამედში გადაიყვანეს. 

მსგავსი შემთხვევა ქუთაისში 13 იანვარსაც მოხდა, როდესაც დიდი ბრიტანეთიდან ჩამოსულ ტურისტს პირსინგის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ


close დახურვა