logo
ENG



ქუთაისში ქალების მარშით რუსული კანონი გააპროტესტეს

08 მარ 202315:37
3 წუთის საკითხავი
 

დღეს რუსული კანონის წინააღმდეგ საქართველოს ქალაქებში ქალების მარშს ქუთაისში არასამთავრობო, სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი და იმერეთის რეგიონებიდან ჩამოსული ქალები შეუერთდებიან. აქციის ორგანიზატორი ფონდი "სოხუმია".

ქალების მარშს რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებით გაბრაზებული ქუთაისელებიც შეუერთდნენ.

"ის დეპუტატები, რომლებმაც თითი დააჭირეს იმას, რომ ჩვენ გავხდეთ რუსეთი, სამარცხვინო ლაქით შევლენ რუსეთში. ქალებს აქვთ ძალიან დიდი ძალა და ქალებმა უნდა ამოვიღოთ ხმა, ძალიან ბევრი უნდა შევიკრიბოთ და ერთად დავდგეთ. არაფერია ამ მთავრობისგან გამორიცხული. მათ შეუძლიათ საერთოდ უარყონ კონსტიტუცია", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.


close დახურვა