logo
ENG



ქურდობა, ტერორისტებთან სავარაუდო კავშირი... - იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

19 ნოე 201914:30
3 წუთის საკითხავი
 
n99vc8u6uatjjjy.jpg

იტალიაში, ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ამის შესახებ emigrantebi.org იტალიურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მედიასაშუალება იუწყება რომ 48 წლის ს.ჯ. ნეაპოლში აიყვანეს. ცნობილი ხდება, რომ მისი დაკავება თანამზრახველის ბინაში მოხდა. ამ ეტაპზე ბრალდებული უკვე საპატიმრო დაწესებულებაშია გადაყვანილი. დაკავებულს კრიმინალური სამყაროს წევრობა, ქურდობა და ფულის გათეთრება ედება ბრალად. გარდა ამისა, ბრალდებული ეჭვმიტანილია ტერორისტებთან კავშირში. იტალიური მედია იმასაც წერს, რომ დაკავებულზე ძებნა ესპანეთსაც ჰქონდა გამოცხადებული, შესაბამისად შესაძლოა, მისი ექსტრადირება სწორედ ესპანეთში მოხდეს. 


close დახურვა