ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კაიროში გამართული მოლაპარაკებების მორიგი ეტაპი ჩაიშალა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.
"ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ კაიროში გამართული მოლაპარაკებების მორიგი ეტაპი ჩაიშალა
ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეთანხმების მიღწევა არ სურს და ახლა ბურთი ამერიკელების მოედანზეა, რათა შეთანხმებასთან დაკავშირებით მასზე ზეწოლა მოახდინონ", - განაცხადა ჰამასის ოფიციალურმა პირმა, ბასემ ნაიმმა.
ამასთან, ჰამასის ოფიციალური პირი აღნიშნავს, რომ ტერორისტულმა დაჯგუფებამ მოლაპარაკებების დროს შუამავლებს თავისი წინადადება წარუდგინა.
გამოცემა წერს, რომ ისრაელმა კაიროში გამართული მოლაპარაკებების შესახებ ოფიციალური კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
3 მარტს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები კაიროში განახლდებოდა. ამის შესახებ Reuters-მა ეგვიპტის უსაფრთხოების სამსახურში რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით დაწერა.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მას იმედი აქვს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მუსლიმთა წმინდა თვის რამადანის დაწყებამდე გახდება შესაძლებელი.