logo
ENG



ღაზის სექტორში დამატებითი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა

01 ნოე 202309:18
3 წუთის საკითხავი
 

ღაზის სექტორში დამატებით ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. სურსათით და მედიკამენტებით დატვირთულმა 70-მდე მანქანამ ეგვიპტის საზღვარზე მდებარე რაფაჰის გამშვები პუნქტი გვიან საღამოს გადაკვეთა. ინფორმაციას ისრაელელი და პალესტინელი ოფიციალური პირები ადასტურებენ. 

ჰუმანიტარული დახმარება წყალს, საკვებსა და სამედიცინო აღჭურვილობას მოიცავს. 

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ ეგვიპტური მხარე დაჭრილი პალესტინელის სამკურნალოდ მიიღებას დათანხმდა, ასეთი სულ 81 ადამიანია. მათ სპეციალურად აგებულ შენობებში გადაიყვანენ. როგორც CNN-ს ღაზას ალ შიფას დირექტორმა განუცხადა, პაციენტების უმრავლესობას ქირურგიული ჩარევა სჭირდება.

 


close დახურვა