ღამით საბურთალოზე, ნასიძის ქუჩაზე კაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებაში 10-მდე ადამიანი მონაწილეობდა.
დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი და ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.