ღამით რუსული ძალები კიევის ოლქის ქალაქ ბილა ცერკვას ე.წ. კამიკაძე დრონებით დაესხნენ თავს. ინფორმაციას კიევის საოლქო- სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლექსი კულება ავრცელებს.
მისივე ცნობით, დაბომბვის შედეგად ინფრასტრუქტურულ ობიექტებში ხანძარი გაჩნდა.
"გვაქვს ინფორმაცია ბილა ცერკვაში აფეთქებების შესახებ. წინასწარი მონაცემებით, ქალაქს თავს „კამიკაძე“ დრონებით დაესხნენ, რის შემდეგადაც ინფრასტრუქტურულ ობიექტებში ხანძარი გაჩნდა. დაშავებულია ერთი ადამიანი", - წერს კულება.