17 იანვრის ღამით ოკუპანტები ოდესას დრონებით დაესხნენ თავს.
პრიმორსკის რაიონში ხანძარი გაჩნდა. თავდასხმის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი.
უკრაინის თავდაცვის ძალების ინფორმაციის თანახმად, ჩამოგდებულია 11 დრონი.
დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, მანქანები და სავაჭრო ობიექტები.
ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დაზიანებული სახლებიდან 130 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.