ღამით უკრაინის საჰაერო ძალებმა 81 შაჰიდის ტიპის რუსული დრონიდან 57 ჩამოაგდეს. მათგან 15 სხვადასხვა რეგიონში დაიკარგა, ხოლო 9 უკრაინის საჰაერო სივრცეშია.
ასევე, უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა Kh-31P მართვადი რაკეტა და სხვა უცნობი ტიპის უპილოტო საფრენი აპარატიც გაუშვა უკრაინის მიმართულებით.
თავდაცვის სისტემა ოდესის, მიკოლაევის, ვინიცის, სუმის, ჩერკასის, ხმელნიცკის, ტერნოპოლის, კიროვოგრადის, კიევის, პოლტავის, ჩერნიგოვისა და ხარკივის ტერიტორიაზე მუშაობდა.
თავდასხმა ავიაციამ, საზენიტო-სარაკეტო ნაწილებმა, მობილურმა სახანძრო ჯგუფებმა და ელექტრონული ომის დანაყოფებმა მოიგერიეს.