logo
ENG



ღამის ეკონომიკის მენეჯერობის შემდეგ, გვარჯალაძე იმედზე გადაცემას უხელმძღვანელებს

07 სექ 202008:09
3 წუთის საკითხავი
 
xa5wq29f0udx45v.jpg

ღამის ეკონომიკის მენეჯერობიდან წასვლის შემდეგ სერგი გვარჯალაძე ტელეკომპანია იმედში გადაცემას უხელმძღვანელებს.

"ნამდვილი რიცხვები", ასე ჰქვია გვარჯალაძის ახალ პროექტს და ის ეთერში ყოველ ხუთშაბათს გავა.

"მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იქნება იმ თვალსაზრისით, რომ ზოგიერთ მოვლენაზე, ჩვენს ცხოვრებაზე უფრო დეტალურად მივიღებთ ინფორმაციას და ეს იქნება ნამდვილი რიცხვები, რომელზეც ძალიან კომპეტენტური ადამიანები ისაუბრებენ", - აცხადებს გვარჯალაძე.

როგორც 31 აგვისტოს გახდა ცნობილი, გვარჯალაძემ ღამის ეკონომიკის მენეჯერის თანამდებობა დატოვა.  თბილისის მერიაში ამბობენ, რომ გვარჯალაძემ უკვე შექმნა სტრატეგია, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს მომავალში გაეცნობა.

გვარჯალაძე ამ თანამდებობას 2018 წლის მარტიდან იკავებდა. "ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, მისი ანაზღაურება თვეში დაახლოებით 5 200 ლარს შეადგენდა და 2018-2019 წლებში ბიუჯეტიდან ანაზღაურების სახით მან 121 ათასი ლარი მიიღო.


close დახურვა