ღარიბაშვილმა ინფლაციის მაჩვენებლები წინა ხელისუფლების მმართველობის დროინდელ მდგომარეობას შეადარა.
ის საწვავის ფასების საწინააღმდეგო აქციას გამოეხმაურა, რომელიც 27 მარტს ჩატარდა და რომელზეც აქციის მონაწილეებმა აქციზის გაუქმება მოითხოვეს.
საქართველოს პრემიერმინისტრი ირწმუნება, რომ ამ აქციის უკან ენმ დგას.
"ზოგადად, შედარებისთვის, მინდა, რომ მოქალაქეებს ავუხსნა - ამ კრიზისების ფონზე - კოვიდ-პანდემია, პოსტ პანდემიური პერიოდი, ახლა უკვე ეს კრიზისი და ომი უკრაინაში. თებერვალში ინფლაციის დონემ 13,7% შეადგინა, რაც რა თქმა უნდა, მაღალი მაჩვენებელია. ჩვენ ამას რა თქმა უნდა, გააზრებულად ვუდგებით. მე არ მინდა, შედარება კიდევ შედარება გავაკეთო წინა ხელისუფლებასთან, მაგრამ ვინაიდან ოპონენტები ასე უპასუხისმგებლოდ საუბრობენ და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, მინდა მათ შევახსენო, რომ მათ პერიოდში 2011 წლის მაისში ინფლაცია იყო 14,3%, იმავე წლის მარტში 13,9%, აპრილში, 13,5%, უფრო ადრეც, 2006 წელს ინფლაცია 14,5%-ს შეადგენდა.
საშუალო წლიური ინფლაცია წინა ხელისუფლების იყო 6,2 %. მაშინ, როდესაც ჩვენი მთავრობის 9 წლიან პერიოდში 4,1% არის საერთო შეწონილი წლიური ინფლაცია. ასე, რომ ამას სჭირდება კარგად გააზრება., ჩვენ გვესმის და ვაკეთებთ ყველაფერს, მაქსიმალურად, რაც შეგვიძლია. სწორედ ამ მიზნით იყო ის ნაბიჯები, რა გადავდგით, იგივე თუნდაც მედიკამენტების გაიაფება, კომუნალური ხარჯების სუბსიდირება, დენის ტარიფის ნაზარდის სუბსიდია და ა.შ.".- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარში, 2021 წლის დეკემბერთან შედარებით, ინფლაციამ 1.1 %, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 13.9% შეადგინა.