logo
ENG



ღარიბაშვილი: ავტომობილების განბაჟების ვადა პირველ ივნისამდე გადაიწევს

25 თებ 202111:12
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ავტომობილების განბაჟების ვადამ პირველ ივნისამდე გადაიწია. 

სიახლე ეხება იმ ავტომობილებს, რომლებიც მეპატრონეებმა ქვეყანაში 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის პირველ მაისამდე შემოიყვანეს.

„2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილი ტრანსპორტის განბაჟების ვადა გადავადებული იყო ამა წლის წლის პირველ მარტამდე, ჩვენ გადავწყვიტეთ, ეს ვადა გადავწიოთ პირველ ივნისამდე. ეს შეღავათი, დაახლოებით, 19 ათას მფლობელს შეეხება. ამ მფლობელებს ჩამოეწერებათ საურავები", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე პრემიერმინისტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრა მოხსნილი შეზღუდვების შესახებ და სხვა სიახლეებთან ერთად, ვიცეპრემიერებიც წარადგინა. 


close დახურვა