logo
ENG



ღარიბაშვილი: გონიოს პოლიგონზე უნდა აშენდეს ახალი ქალაქი კაზინოებით, ოფისებით, ბანკებით

17 აგვ 202116:04
3 წუთის საკითხავი
 
ღარიბაშვილი: გონიოს პოლიგონზე უნდა აშენდეს ახალი ქალაქი კაზინოებით, ოფისებით, ბანკებით

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება გონიოში, ყოფილ პოლიგონზე ეკონომიკური ზონის შექმნაზე მუშაობს. 

პრემიერმინისტრმა ეს გიონოში ხელვაჩაურის მერობის კანდიდატის, ზაზა დიასამიძის წარდგენის დროს თქვა. 

მისი განცხადებით, საქმე 300 ჰექტარ ტერიტორიას ეხება, სადაც "უნდა აშენდეს ახალი ქალაქი კაზინოებით, ოფისებით, ბანკებით". 

"არსებობს უნიკალური ადგილი - გონიოს ყოფილი პოლიგონი. ეს არის დაახლოებით 300 ჰექტარი ტერიტორია. აჭარის მთავრობა ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მუშაობს. გვაქვს შემდეგი ხედვა: გონიოს ყოფილი პოლიგონის ადგილზე უნდა შეიქმნას სპეციალური ეკონომიკური ზონა, თავისი ფინანსური ცენტრით. ახალი ქალაქის მშენებლობას ეხება ეს პროექტი და იდეა. 

ამჟამად ვმუშობთ კონცენფციაზე, რომელიც წლის ბოლოს იქნება დასრულებული. ჩვენი სურვილია, მაქსიმალურად ჩავრთოთ ყველა საუკეთესო კომპანია და ორგანიზაცია, რომელიც ამ სფეროშია სპეციალიზებული. 

გონიოში უნდა აშენდეს ახალი ქალაქი, თავისი კაზინოებით, ოფისებით, ბანკებით. ფინანსური ცენტრი უნდა შეიქმნას. ახალი სიცოცხლე უნდა შევიტანოთ ამ მხარეში, ამ რეგიონში". - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.


close დახურვა