logo
ENG



ღარიბაშვილი: დღეიდან ვიწყებთ განვადებით მშენებლობის მასშტაბურ პროგრამას

18 აპრ 202211:26
3 წუთის საკითხავი
 
ღარიბაშვილი: დღეიდან ვიწყებთ განვადებით მშენებლობის მასშტაბურ პროგრამას

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მთავრობა დღეიდან "განვადებით მშენებლობის მასშტაბური პროგრამას" იწყებს. 

პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ სამუშაოების დაწყება მიმდინარე წელსვე უნდა, 3-4 წელიწადში კი ყველა პროექტი უნდა იყოს დასრულებული, მათ შორის არის სკოლების და ბაღების რეაბილიტაცია და აშენება. მისი განცხადებით, აშენდება 90 ახალი ბაღი და გარემონტდება 800 სკოლა. 

ღარიბაშვილის თქმით, მთავრობის დაფინანსების ჯამური მოცულობა 2.5 - 3 მილიარდი ლარია. 

"ჩვენ დავიწყებთ 2 მილიარდი ლარით. 2 მილიარდი ლარის პროექტები იქნება ხელმისაწვდომი კომპანიებისთვის. დასაქმდება 20 ათასი ადამიანი. ანუ 20 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. 

ჩვენ სამშენებლო სექტორს შევთავაზებთ, ჩვენი გარანტირებული დაკვეთით მოიზიდონ დამატებითი ფინანსური რესურსი და ჩაერთონ ამ პროგრამაში. 

ვფიქრობთ, რომ ეს იქნება უნივერსალური გადაწყვეტილება. ჩვენ პროექტებს დაგეგმილ ვადაზე ადრე განვახორციელებთ. მეორე მხრივ, ეკონომიკურ ზრდას დაეხმარება ეს ყოველივე. ასევე, ბიზნესისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები". - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.


close დახურვა