logo
ENG



ღარიბაშვილი: დღეიდან თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა

17 იან 202211:12
3 წუთის საკითხავი
 

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ დღეიდან, 17 იანვრიდან თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა. 

მან იმედი გამოთქვა, რომ იმპორტიორები ამას გამოიყენებენ, რაც, საბოლოო ჯამში, წამლების ფასს შეამცირებს. 

"ჩვენ დღეს ხელი მოვაწერეთ მთავრობის განკარგულებას, შესაბამისად, უკვე გაიხსნა თურქეთის ბაზარი. შესაბამისად, თურქეთიდან შემოვა GMP-ის მაღალი ხარისხის წამლები. საგრძნობლად დიდია სხვაობა ფასებს შორის. ყველაზე მოთხოვნადი წამლები, პირობითად, ჩვენთან თუ ღირს 10 ლარი, თურქეთში ღირს ლარი და 2 ლარი. არავითარი არგუმენტი იმისა, რატომ არ უნდა ყოფილიყო გახსნილი თურქეთის ბაზარი, არ არსებობს, ვერ მოვისმინე, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება და თურქეთის ბაზარი გაიხსნა. იმედი მაქვს, იმპორტიორები წამლებს შემოიტანენ თურქეთიდან, რაც მნიშვნელოვნად გააიაფებს წამლებს საქართველოში". - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ღარიბაშვილმა ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს პარლამენტთან ერთად მუშაობა სთხოვა, ვინაიდან, მისი განცხადებით, თურქეთის ბაზრის გახსნის შემდეგ საჭირო გახდება რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება. 


close დახურვა