logo
ENG



ღარიბაშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუცია გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, სომბოლური როლი აქვს

11 ივნ 202212:36
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუცია მხოლოდ სიმბოლური როლი აქვს. მისივე თქმით, დოკუმენტი "შეურაცხმყოფელია" და ბევრ ტყუილს შეიცავს.

"მე მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ავუხსნა ასევე სრული პასუხისმგებლობით, რომ ევროპარლამენტის ასეთ რეზოლუციას ამ პროცესში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, არავითარი გადამწყვეტი მნიშვნელობა გადაწყვეტილების ფორმირების პროცესში არ აქვს. მათი როლი არის, შეიძლება ითქვას, სიმბოლური. გასაგებია და მე ასევე მინდა ვთქვა, რომ შეურაცხმყოფელი არის ის რეზოლუცია, რომელიც არის გაჯერებული ტყუილებით, არაზუსტი ინფორმაციით და ამაში მე დავინახე ირაციონალურობაც. ყოველგვარი გონივრულობა და რაციონალი ამ რეზოლუციაში არის ამოვარდნილი. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ფაქტობრივი უზუსტობა, ძალიან ბევრი ტყუილი, რაც ჩემთვის არის სამწუხარო", - თქვა ღარიბაშვილმა.

 

ევროპარლამენტის რეზოლუციაში ქართული ოცნების დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ

ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევისა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე რეზოლუცია მიიღო, რომელიც ხუთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ არის ინიცირებული. 

თავდაპირველად 6-მა პოლიტიკურმა ჯგუფმა რეზოლუციების საკუთარი ვერსია მოამზადა, შემდეგ კი 5 პოლიტიკური ჯგუფი საერთო ტექსტზე შეთანხმდა, მათ შორის იყო S&D, რომელიც ქართული ოცნების პარტნიორია. დოკუმენტით ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოში გაუარესებული მედიამდგომარეობის გამო, გმობენ ჟურნალისტების მიმართ დაშინების, ძალადობისა და დევნის ფაქტებს. 

რეზოლუციაში განხილულია 5 ივლისის, ნიკა გვარამიას საქმეები, ასევე, TV პირველის მფლობელებისა და ფორმულას დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის მიმართ დაწყებული დევნა. 


close დახურვა