სალომე ზურაბიშვილი არც ღარიბაშვილის წლიური ანგარიშის მოსმენას დასწრებია. პრემიერის გამოსვლა ამჯერადაც ასცდა ქვეყანაში არსებულ რეალობას. ლაპარაკობს უპრეცედენტო მიღწევებზე, ედრება ევროპის სახელმწიფოებს, ქვეყანას კი სულ უფრო მეტი ახალგაზრდა სწორედ უპერსპექტივობის გამო ტოვებს. კიდევ ერთი სადავო საკითხი - ივანიშვილის პრემიერი ირწმუნება, რომ ევროკომისიის თორმეტივე რეკომენდაცია ზედმიწევნით შესრულდა, არადა ჩამონათვალიდან სრულყოფილად ერთიც არაა მიყვანილი ბოლომდე, ამიტომ ოპოზიციამ პრემიერი ტყუილში მალევე ამხილა. ერთსაათიან გამოსვლაში ღარიბაშვილმა ვერც ამჯერად შეძლო ეხსენებინა რუსეთი, უკრაინას კი გამარჯვება არ უსურვა.
ღარიბაშვილი: თორმეტივე რეკომენდაცია ზედმიწევნით შევასრულეთ
27 დეკ 202220:14
3 წუთის საკითხავი