logo
ENG



ღარიბაშვილი: კაციჭამია რომ ვეგეტარიანელობაზე გელაპარაკებოდეს, ისეა ოპოზიციის მდგომარეობა

22 ივნ 202220:32
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/22/n0hlco82w1qgg05.png

ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც, ოფიციალურად, პარლამენტში ანგარიშით წარსდგა, დეპუტატების კითხვების და რეპლიკების პასუხად კვლავ ოპოზიციას ლანძღავს.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ოპოზიცია ანტიევროპული ძალაა და ისინი კაციჭამიებსაც შეადარა. 

"ძალიან რთული სიტუაციაა, მეგობრებო. უკრაინაში ომის გაჩერების არავითარი ნიშანი არ ჩანს ჯერჯერობით. ეს არის უბედურება. ყოველდღე ათასობით ადამიანი იღუპება, ინგრევა ინფრასტრუქტურა და ასობით მილიარდობით ზარალი აქვს მიყენებული უკრაინას. უკრაინის 20% არის დაკარგული. ეს საშინელებაა. 

ამ დროს ეს ადამიანები გვიკიჟინებდნენ ჩვენ, სანქციებს შეუერთდით, გააგზავნეთ ჩარტერებიო და პროვოცირება უნდოდათ რუსეთის, რომ მეორე მარიუპოლი მიეღო ხალხს. და ესენი მელაპარაკებიან ევროპულ პერსპექტივაზე. ყველაზე არაევროპული ძალა დღეს მელაპარაკება ევროპულობაზე. ეს უბედურებაა. კაციჭამია, კანიბალი რომ ვეგეტარიანელობაზე გელაპარაკებოდეს, ისეა ოპოზიციის მდგომარეობა". - თქვა მან. 

ასევე შეგახსენებთ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან, 24 თებერვლიდან საქართველოს ხელისუფლებამ ფაქტობრივად ღიად დაიკავა რუსეთის მხარე.

ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ უკრაინამ ომი ვერ აირიდა და რამდენჯერმე გაიმეორა, რომ "საქართველო არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს". 

პრემიერმინისტრი ოპოზიციას ადანაშაულებს იმაშიც, რომ ევროკომისიამ არ გასცა რეკომენდაცია, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ამასთან მიღწევად აცხადებს, რომ ევროკომისიამ ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. 


close დახურვა