logo
ENG



ღარიბაშვილი: კომისიამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო, დოკუმენტში ნანატრი ჩანაწერი გაჩნდა

22 ივნ 202214:52
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას პრემიერმინსიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საუბარი ევროკომისიის გადაწყვეტილებით დაიწყო და თქვა, რომ ეს ისტორიულია, "ყველასთვის ნანატრი ჩანაწერი გაჩნდა ოფიციალურ დოკუმენტში".

"მე მინდა, საუბარი დავიწყო ჩვენი მთავარი მიღწევით, რომლის მომსწრენიც ყველა გავხდით რამდენიმე დღის წინ. ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, კერძოდ, ყველასთვის ნანატრი ჩანაწერი გაჩნდა ოფიციალურ დოკუმენტში", - თქვა მან.

ღარიბაშვილს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის ხატია დეკანოიძის კრიტიკის საპასუხოდ ღარიბაშვილმა მისი მისამართით თქვა - "წამალი არ გაქვთ? წამალი მიუტანეთ, დაამშვიდეთ... ექიმს ხომ არ დავუძახოთ?"

17 ივნისს ევროკომისიამ მხარი დაუჭირა უკრაინა-მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, საქართველოსთვის - არა.


close დახურვა