logo
ENG



ღარიბაშვილი: პოლიციელებს, ჯარისკაცებსა და სუს-ის თანამშრომლებს ხელფასი გაეზრდებათ

30 სექ 202214:19
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ პოლიციელებს, ჯარისკაცებსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ. 

როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა, ამ მიზნით ბიუჯეტში 290 მილიონი ლარია გათვალისწინებული. 

"ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად, 2023 წელს იქნება 24,3 მლრდ ლარი, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ სრულყოფილად ვუპასუხოთ ქვეყნის ძირითად გამოწვევებს. თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება იზრდება 450 მილიონი ლარით ჯამურად, მათ შორის, პოლიციელების, ჯარისკაცებისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელფასები გაიზრდება 20%-ით. ამ მიზნით გათვალისწინებულია 290 მილიონი ლარი", - თქვა ღარიბაშვილმა. 

 


close დახურვა